ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მეორე იერიში განახორციელა
1749840137
ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურუსლა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე.
„ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ძალიან საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან. რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე“, – წერს ფონ დერ ლაიენი.