იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
უკრაინამ გერმანიისგან დაპირებული Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო დანადგარები მიიღო. როგორც ვოლოდიმირ ზელესკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, უკრაინის საჰაერო დაცვის გაძლიერებისთვის, მოლაპარაკებები გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას შეთანხმებების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ საჰაერო თავდაცვისთვის ახლა მეტი Patriot-ი გვაქვს. მადლობა გერმანიას და პირადად ფრიდრიხ მერცს რუსული ტერორისგან დასაცავად გადადგმული ამ ნაბიჯისთვის. გარკვეული დროის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ომის დასრულებასთან გვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.