1761855398
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა - CNN
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ცხედრები „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ისრაელში გადაასვენეს და მათ იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანენ. მათი ვინაობა დადასტურდება თუ დაჯგუფება „ჰამასს “ ისრაელისთვის 11 მძევალი დარჩება დასაბრუნებელი.
„მძევლების დაბრუნების მცდელობა შეუფერხებლად გრძელდება და ის ბოლო მძევლის დაბრუნებამდე არ შეწყდება“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.












