სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი? - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1755322349
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი წერილი მისწერა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მძიმე მდგომარეობის საკითხს შეეხო. ამის შესახებ წერს Reuters-ი, თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა წერილი პირადად გადასცა პუტინს შეხვედრის დროს.
„ოფიციალური პირები წერილის შინაარსს არ ახმაურებენ, გარდა ერთისა — წერილში საუბარია ბავშვების გატაცებებზე, რაც უკრაინაში ომის შედეგად ხდება“, — წერს Reuters.