იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
1755328793
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ FOX News-ს მისცა, სადაც აღნიშნა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".
ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს".
„ვფიქრობ, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის შეხვედრა დაინიშნება... ორივეს სურს, რომ მე იქ ვიყო და მე იქ ვიქნები“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან "ესიამოვნა" პუტინის ნათქვამი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: "რომ ჩემს საპრეზიდენტო მმართველობაში ომი არასდროს მოხდებოდა".
მნიშვნელოვანია, როცა ორი დიდი ქვეყანა საერთო ენას პოულობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ატომურ სახელმწიფოებს ეხება. ჩვენ ვართ ნომერი ერთი, ისინი - ნომერი ორი მსოფლიოში, და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია" - თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მან უპასუხა: „შეთანხმება გააფორმეთ... რუსეთი ძალიან დიდი ძალაა“.
სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კი განაცხადა: "შეიძლება ორ ან სამ კვირაში ან რამე მსგავს დროს ამაზე ფიქრი მომიწიოს, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება".
„ვფიქრობ, იმის გამო რაც დღეს მოხდა, ახლა ამაზე ფიქრი არ მჭირდება. შეიძლება ორ კვირაში ან სამ კვირაში ან რამე მსგავს დროს მომიწიოს ამაზე ფიქრი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
და კიდევ ერთი დეტალი: ტრამპმა პუტინთან გამართული ისტორიული შეხვედრა 10-დან 10 ქულით შეაფასა.
„ვფიქრობ, შეხვედრა 10-იანზე იყო, რადგან შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს. კარგია, როდესაც ორი დიდი ძალა ერთმანეთს კარგად ეწყობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბირთვული ძალები არიან“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.