იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
1755328793
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
ლევიტის თქმით, ტრამპმა ზელენსკის თვითმფრინავში ასვლისთანავე დაურეკა და სანამ ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, მას ესაუბრებოდა. გარდა ამისა, ტრამპმა თვითმფრინავიდანვე დაურეკა ნატოს წევრი ქვეყნების რამდენიმე ლიდერს და პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ უამბო.
ცნობისთვის, გუშინ ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. შეხვედრა მხარეებმა მედიასთან დადებითად შეაფასეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკრაინაში ომის დასრულების საქმეში მიღწეული არ იყო.
უყურე LIVE