რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ

მანია

ეზოთერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმთან“ გახმაურებულ ამბებზე საუბრობს. ის მოსახლეობას ამშვიდებს და კაშხალზე გავრცელებულ თემაზე ამბობს, რომ სამეგრელოს მსგავსი უბედურება არ ემუქრება, თუ რამე მოხდება და საშიშროება იქნება, ამას აუცილებლად წინასწარ იტყვის. 

„კაშხალზე მინდა ვთქვა, ამ გახმაურებულ თემაზე, ის, რომ სამეგრელოს მსგავსი რამ არ ემუქრება, კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არაა, თუმცა წყალთან დაკავშირებული პრობლემები იქნება და ამაზე წინასწარ გავაფრთხილებ ხალხს. სვანეთზე მინდა ვთქვა, რომ ორი დიდი ტრაგედია დატრიალდება, რაც სამწუხაროა, თუმცა გარდაუვალია. ის, რომ ბევრ ხალხს ვკარგავთ, ეს სიცრუეა... არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ნგრევას აუცილებლად მოჰყვება შენება... 

ვირუსს რაც შეეხება, ის ახლა ჩინეთში მძვინვარებს, თუმცა მინდა საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საქართველოს ეს არ შეეხება“,- ამბობს ეზოთერიკოსი.