1753907905
ტრამპის განცხადებით, უკრაინელ ლტოლვილებს აშშ-ში დარჩენა ომის დასრულებამდე შეეძლებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ომს გამოექცნენ და თავი ამერიკას შეაფარეს, საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე დარჩენა შეეძლებათ.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო ჩამოვიდნენ ამერიკაში, არაფერი ემუქრებათ.
„მგონი, რომ, დიახ, ჩვენ მათ ნებას დავრთავთ. ჩვენთან უკრაინიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, და ჩვენ მათთან ვმუშაობთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753906597