1692302192
ტრამპის განცხადებით, ირანელებს ბირთვული ობიექტებიდან დაბომბვამდე არაფერი გამოუტანიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელების მიერ ბირთვული ობიექტების დაბომბვამდე ირანელებს იქიდან არაფერი გამოუტანიათ.
თეთრი სახლის ლიდერი ინტერნეტში გავრცელებულ სურათებს გამოეხმაურა, სადაც ჩანდა, რომ ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტთან აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე სატვირთო მანქანები იდგა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ირანმა ობიექტიდან გამდიდრებული ურანი წინასწარ გამოიტანა და გადამალა.
„ობიექტზე მყოფი მანქანები და პატარა სატვირთოები ბეტონმზიდები იყო, რომლებიც შესასვლელებს ლუქავდნენ. ობიექტიდან არაფერია გატანილი. ეს დიდ დროს წაიღებდა, ძალიან სახიფათო და მისი გატანა ძალიან რთული იქნებოდა“, - დაწერა ტრამპმა.