1692302192
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

28 ივნისიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.
ასევე, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად“, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლა „თაობა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1750967102