1750081560
ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს - ნეთანიაჰუ

ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და მას ვანადგურებთ. ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ იგი ყოველდღიურ კონტაქტშია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და „არ გაუკვირდება“, თუ ეს შეტევები ირანის მთავრობას დაამხობს.
„[ირანის] რეჟიმი ძალიან სუსტია“, - დასძინა მან.