ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1757622213
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევაზე, აშშ-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ საკითხებზე ისაუბრა.
„ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც აქვს ძალა, დააბრუნოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს მის მისიას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დამარწმუნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ დანებდება, რაც რეალურ იმედს იძლევა, რომ ეს დამანგრეველი ომი საბოლოოდ დასრულდება“,- წერს სიიარტო.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუბიოსთან სატელეფონო საუბრის დროს აშშ- უნგრეთის ურთიერთობები განიხილეს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ახალ ფაზაში შევიდა“,- წერს სიიარტო.