ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა
1761753431
იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ დონალდ ტრამპს პასუხობს და აცხადებს, რომ აშშ-ში ახალი ათი მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას პირდაპირ არ დაჰპირებია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
28 ოქტომბერს, იაპონიაში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი შეერთებულ შტატებში დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას შეეცდება. „ტოიოტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰიროიუკი უედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის ვიზიტამდე იაპონიის მთავრობასთან და აშშ-ის საელჩოსთან მოლაპარაკებების დროს, ამ მასშტაბის ინვესტიციის შესახებ ასეთი მკაფიო დაპირება არ გაცემულა.
მისივე თქმით, „ტოიოტა“ გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას და სამუშაო ადგილების შექმნას ამერიკაში. ჰიროიუკი უედამ ასევე განაცხადა, რომ ინვესტიციების თემა არ განხილულა, როდესაც „ტოიოტას“ თავმჯდომარე, აკიო ტოიოდა 28 ოქტომბერს აშშ-ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე ტრამპს მოკლედ ესაუბრა.