თეთრი სახლის პრესმდივანმა უარყო, რომ ტრამპმა ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა.

„Financial Times ცნობილია იმით, რომ სიტყვებს ფართოდ კონტექსტიდან იღებს ნახვების გაზრდის მიზნით, რადგან მათი გაზეთი კვდება. [აშშ-ის] პრეზიდენტმა [დონალდ] ტრამპმა უბრალოდ შეკითხვა დასვა და არ წაუხალისებია შემდგომი მკვლელობები“, - განუცხადა ლევიტმა Fox News-ს.

მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „დაუღალავად მუშაობს“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად.

მანამდე Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპმა ზელენსკისთან ბოლო საუბრისას კითხვა დასვა, შეეძლო თუ არა უკრაინას მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე დარტყმა.