მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება
1750677678
ტერაქტი დამასკოში - ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავი ტერორისტმა აიფეთქა. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. მან ეკლესიაში შესვლის შემდეგ ცეცხლი გახსნა და სხეულზე მიმაგრებული დეტონატორი აამოქმედა.
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დამასკოში ეს პირველი მსგავსი თავდასხმაა.