სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
1754040595
შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობები შეაჩეროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ღაზაში არსებული ვითარება სრულიად სავალალოა, ისრაელი არ ასრულებს თავის ძირითად ვალდებულებებსა და შეთანხმებულ პირობებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.
„ამიტომ, შვედეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე გაყინოს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტი. ისრაელზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ისრაელის მთავრობამ ღაზაში შეუზღუდავი ჰუმანიტარული დახმარება უნდა დაუშვას“, - დასძინა მან.