საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის აღნიშვნა ფოიერვერკითა და დრონების შოუთი დაიწყო

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის აღნიშვნა

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის დადგომა ფოიერვერკებითა და დრონების შოუთი აღნიშნეს. სანახაობა ეიფელის კოშკთან მოეწყო.

დღეს კი ტრიუმფალურ თაღთან მასშტაბური აღლუმი იმართება, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 30-მდე სახელმწიფოს ლიდერს მასპინძლობს.

1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის ციხის შტურმით აღება, საფრანგეთის რევოლუციის უმთავრესი მოვლენა გახდა, რის გამოც ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.