დონალდ ტრამპი: მინდა, კომპენსაცია მივიღოთ, რადგან ჩვენ ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ ნაწილს, ვხარჯავთ ფულს

დონალდ ტრამპი

მინდა, კომპენსაცია მივიღოთ, რადგან ჩვენ ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ ნაწილს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საჭიროა მოკავშირეების დაცვის თვალსაზრისით.

„ჩვენ ვხარჯავთ ფულს, ამიტომ გადავწყვიტეთ – დაცვისთვის კომპენსაციას მივიღებთ. ეს ჩვენთვის საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა მოკავშირეების დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა „ძალიან ეფექტურად“ შეასრულა ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაცვის ამოცანა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ირანის წინააღმდეგ განახლებული დარტყმები „სამხედრო შეტაკებად“ მოიხსენია და უარყო, რომ ეს კონფლიქტის ახალ, ხანგრძლივ ეტაპს ნიშნავს.