სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

Moneta

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აუცილებელ დეკლარირებას დაქვემდებარებული  5 ცალი ოქროს მონეტა (საერთო წონით 71 გრამი) აღმოაჩინეს.

აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 840 ლარი შეადგინა.