ხანძარი ორთაჭალაში - რა ვითარებაა ადგილზე

ხანძარი ორთაჭალაში

ამ წუთებში ხანძარია ორთაჭალაში. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გაჩნდა. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.