ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
რუსეთის მხრიდან ომის გაგრძელების უნარი სანქციების სიმძიმეზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რუსეთის ბოლო თავდასხმები „ყველაზე სერიოზულ ომის დანაშაულს“ წარმოადგენს. მისივე თქმით, კრემლი განზრახ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და არა სამხედრო ინფრასტრუქტურას.
მერცის განმარტებით, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშაობას რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად.
„დახმარება კიევისთვის, ზეწოლა მოსკოვზე – ორივე საჭიროა ახლა, რათა დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბევრი დრონითა და რაკეტებით დაესხა თავს. ეს ყველაფერი იყო, გარდა პროპორციული პასუხისა გასულ კვირას, უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ავიაბაზებზე განხორციელებულ ძალიან ზუსტ დარტყმებზე. რუსეთს ნამდვილად სურდა სისხლისღვრა. ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ძალიან შეზღუდული მასშტაბით მოხდა, მხოლოდ უკრაინის ეფექტური თავდაცვის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ, რუსეთი მოლაპარაკებების ნაცვლად ესკალაციას ახდენს“, – განაცხადა მერცმა.