1748980445
რაფალ ტშასკოვსკი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების გამო ბოდიშს იხდის

ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ შევძელი მოქალაქეთა უმრავლესობის დარწმუნება პოლონეთის შესახებ ჩემს ხედვაში, ბოდიშს ვიხდი, რომ ერთად ვერ გავიმარჯვეთ, ამის შესახებ მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი წერს.
„მადლობა თითოეული ხმისთვის. მე ვიბრძოდი ჩვენთვის, რათა ერთად აგვეშენებინა ძლიერი, უსაფრთხო პოლონეთი. თანამედროვე პოლონეთი, რომელშიც ყველა შეძლებდა თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ასრულებას. მადლობა ყველას, ვინც ასეთ პოლონეთს მისცა ხმა. მადლობა აქციებზე ყოფნისთვის. ყველა თბილი სიტყვისთვის. ერთად გადაღებული ყველა ფოტოსთვის, ხელის ჩამორთმევისთვის, მხარდამჭერი შეძახილებისთვის. თითოეული გაშლილი ბანერისთვის, თითოეული პლაკატისთვის. მადლობა, რომ მენდობოდით და ხმა მომეცით. ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი მოქალაქეთა უმრავლესობის დარწმუნება პოლონეთის ჩემს ხედვაში. ვწუხვარ, რომ ერთად ვერ გავიმარჯვეთ. ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას“, – წერს ტშასკოვსკი.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.