პუტინის სპეციალური წარმომადგენელი: ტრამპთან შეხვედრა მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის

კირილ დმიტრიევი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის შეხვედრა ალასკაზე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, - განაცხადა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში კირილ დმიტრიევმა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გრძელდება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული დიალოგის იმედი გვაქვს. რუსეთის შესახებ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, უსათუოდ, გვაქვს შესაძლებლობა ამერიკულ მხარემდე მივიტანოთ რუსეთის მკაფიო პოზიცია“, - თქვა დმიტრიევმა.

ცნობისთვის, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაზე დღეს გაიმართება. რუსული დელეგაციის წევრები პუტინის გარდა უკვე ჩაფრინდნენ აშშ-ში. დელეგაციის შემადგენლობაში პუტინის და დმიტრიევის გარდა არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.