ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებლმა ჩ.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-მარნეულის გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.