პიტ ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა და ვენესუელამ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ვენესუელელი ნარკობარონი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი მოკლეს

 პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვენესუელის ხელისუფლებასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება Tren de Aragua (TdA)-ს დამფუძნებელი და ლიდერი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი, მეტსახელად ნინიო გერერო.

„მიმდინარე კვირას თავდაცვის დეპარტამენტმა ვენესუელის უსაფრთხოების ძალებთან სრული თანამშრომლობის შედეგად, ვენესუელაში განლაგებულ ორგანიზაციაზე Tren de Aragua (TdA)-ზე იერიში მიიტანა. TdA-ს დამფუძნებელი და ლიდერი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი, ცნობილი როგორც ნინიო გერერო, მოკლულია. ოპერაცია ხაზს უსვამს აშშ-ის და ვენესუელის ერთგულებას ნარკოტერორისტებთან ბრძოლისა და ჩვენს ნახევარსფეროში მათ უსაფრთხო თავშესაფრის გარეშე დატოვების მიმართ“, - დაწერა ჰეგსეტმა.

მისი განცხადებით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ნარკოკარტელებს ებრძოლოს.