რა თანხას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული – ეს ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდია
1781337386
Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტი ჩატარდა.
მომღერლის გრანდიოზულმა შოუმ 70 000-მდე მსმენელი გააერთიანა. კონცერტს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ კონცერტიდან ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსეს.
კონცერტს ესწრებოდნენ ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც. ნიცამ მეუღლესთან ერთად კონცერტზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი Starring Georgia საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა და ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავებისა და მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ჩამოყვანას უზრუნველყოფს, რაც ყოველ ჯერზე ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი მსმენელის ყურადღების ცენტრში ექცევა.