პარიზში კრიპტომაგნატის ქალიშვილის გატაცება სცადეს - კადრები მედიაში ვრცელდება

პარიზში კრიპტომაგნატის ქალიშვილის გატაცება სცადეს

საფრანგეთში, პარიზში, შეიარაღებულმა პირებმა კრიპტომაგნატის ქალიშვილის გატაცება სცადეს, რომელიც მისმა თანმხლებმა პირმა და გამვლელებმა გადაარჩინეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შემთხვევა ორშაბათს, დღისით მოხდა. შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირებმა ქალის სატვირთო მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს.

როგორც კადრებში ჩანს, თავდამსხმელები 4 იყვნენ. ადგილიდან მიმალვის შემდეგ, პოლიციამ ფურგონი ცარიელი იპოვა.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში კრიპტობიზნესთან დაკავშირებულ ადამიანებზე თავდასხმა და მათი გატაცება გახშირდა. მიმდინარე წელს, საფრანგეთში თავდასხმების სერია განხორციელდა.