პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ

ლუვრი

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ. ამის საფუძვლად საგამოძიებო სტრუქტურა მძარცველების არაერთ შეცდომას ასახელებს. შეგახსენებთ, დანაშაულის ადგილიდან მიმალვისას ქურდებს ყველაზე ძვირფასი ექსპონატი დაუვარდათ, ასევე ადგილზე დარჩათ ხელსაწყოები და სხვა პირადი ნივთები, საიდანაც პოლიციამ დნმ-ის კვალი და ანაბეჭდების ნიმუშები ამოიღო.

პარიზის სასამართლომ ლუვრის ძარცვის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა. 38 წლის ქალი და 37 წლის მამაკაცის სახელები ამ დროისთვის არ საჯაროვდება. ინფორმაცია "ფრანც 24"-მა პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა. თავად ეჭვმიტანილები დანაშაულში მონაწილეობას არ აღიარებენ.

ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი.