პაკისტანში წყალდიდობას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - Reuters

პაკისტანი

პაკისტანში გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად სამასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პაკისტანში ბოლო რამდენიმე კვირაა წვიმს. ახლა ქვეყანაში მუსონური სეზონია, რის გამოც ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ნალექი მოვიდა, რამაც გზები და სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურა.