„25 წელი წამში დასრულდა...“ - ვაზიანში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1755288881
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ყოფილი ვიცე-პრემიერის, პაპუნა ჯანელიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება, სადაც ჯანელიძე წერს, რომ „ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მითუმეტეს, ვერც სახელმწიფოდ“.
როგორც ანჯაფარიძე ჯანელიძეზე წერს, „საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო მაშინ, როდესაც ეს არარაობა სუბიექტი ჰყავდა საგარეო საქმეთა მინისტრად“.
„სახელმწიფოდ ვერ შევდგებითო!“ საქართველო არ შემდგარი სახელმწიფო იყო მაშინ, როდესაც ეს არარაობა სუბიექტი ჰყავდა საგარეო საქმეთა მინისტრად და კიდევ უცხოური აგენტურის სხვა წარმომადგენლები მაღალ თანამდებობებზე. იმედია, მწარე გაკვეთილებიდან დასკვნები გამოტანილია“, - წერს ანჯაფარიძე.