1784020802
„მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში პირველი სამხედრო სწავლება პოლონეთში შემოდგომაზე გაიმართება, რომელშიც პოლონელი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას
„მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში პირველი სამხედრო სწავლება პოლონეთში შემოდგომაზე გაიმართება.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლონელი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედროები.
ტუსკის თქმით, სწავლების მიზანია, მოამზადოს ქვეყნები უკრაინისა და მთლიანი რეგიონისთვის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებისთვის, რაც ომის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების თუ ზავის დადების შემდგომი პერიოდისთვის იქნება საჭირო.
ამასთან, დონალდ ტუსკის აზრით, ვლადიმერ პუტინი ეცდება, გააჭიანუროს კონფლიქტი, სულ მცირე, ზამთრამდე მაინც.










