1784020802
„ჩადეთ ფეხსაცმელში სუფთა მონეტა და წარმოთქვით...“ - რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„ფინანსური ოთხშაბათი — ღვეზელი და მონეტა ბარაქისთვის.
არსებობს ძველი ხალხური რწმენა: თუ ოთხშაბათს სახლში ღვეზელს ან ნამცხვარს გამოაცხობთ, ოჯახში სითბო, სიუხვე და ბარაქა დაისადგურებს.
ამ დღეს ღვეზელი სიმბოლურად ოჯახურ კეთილდღეობას, სავსე სუფრასა და ფინანსურ სტაბილურობას გამოხატავს. როდესაც სახლში ახალგამომცხვარი ცომეულის სურნელი ტრიალებს, ეს ბარაქისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ხოლო, თუ გსურთ, რომ ფინანსურმა იღბალმა თან დაგყვეთ, ოთხშაბათს ფეხსაცმელში ერთი სუფთა მონეტა ჩაიდეთ.
წარმოთქვით:
„ბარაქა ჩემს კვალს მოჰყვება,
ფული ჩემამდე გზას ყოველთვის იპოვის,
იღბალი ჩემს გვერდით დადის.
დაე, ასე იყოს!“ , - წერს იოსელიანი.










