მიჩიგანის ტბის თავზე „ნისლის ცუნამი" დააფიქსირეს - ნახეთ ვიდეო

ნისლის ცუნამი

დედამიწაზე ამინდთან დაკავშირებული არაერთი გასაოცარი ფენომენია. მათ შორსაა „ნისლის ცუნამი", რომელიც მართლაც უზარმაზარ ტალღებს მოგვაგონებს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ეს მოვლენა ახლახან აშშ-ში მდებარე მიჩიგანის ტბის თავზე დააფიქსირეს.

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც ქალაქ საუტ-ჰევენში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, სკოტ ჯონსონმა, გადაიღო. მან ივარაუდა, რომ ასეთი ნისლი ამ არეალის მახლობლად, აღმოსავლეთით, იმ პერიოდში მძვინვარე ჭექა-ქუხილს უკავშირდება, რომელმაც ცივი აირების ნაკადი წარმოქმნა. შემდეგ ეს ტბის მაღლა არსებულ ნისლის ფენას შეერწყა და მისი ზემოთ გადანაცვლება გამოიწვია, ტალღისებური მოძრაობით, რომელიც ქვემოთ წარმოდგენილ აჩქარებულ კადრებშია ნაჩვენები.

15 მაისს მიჩიგანის გრანდ რაპიდსის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ჭექა-ქუხილი, ძლიერი ქარი და სეტყვა იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, „ნისლის ცუნამის" ფორმირებისთვის სათანადო წინაპირობა ჰქონდა.

 

ეს ფენომენი ე.წ. ადვექციური ნისლის ერთ-ერთი ტიპია. ის მაშინ იჩენს თავს, როცა თბილი და ნესტიანი აირი უფრო ცივი წყლის ზედაპირის თავზე ჰორიზონტალურად გადაადგილებისას კონდენსირება.

გვიან გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში დღის ხანგრძლივობის მატებისას ხმელეთი უფრო თბილი ხდება, მაგრამ ტბების დაბალი ტემპერატურად ნარჩუნდება. შედეგად, მათ მაღლა თბილი ჰაერიც გრილდება და წყლის პაწაწინა წვეთებს წარმოქმნის. საბოლოოდ, ისინი ნისლის უზარმაზარი "კედლის" ფორმირებას იწვევს, რომელსაც ასეთი ფორმა ზღვის ბრიზის გავლენით აქვს.

ცუნამის მსგავსი ტალღისებური მოძრაობა ჰაერის წნევისა და ქარის ცვლილების დამსახურებაა, რაც თბილი არასტაბილური და გრილი სტაბილური ნაკადების შეხვედრისას ხდება.