VIDEO: „ახლა ყველაფერი მუქია… ტკივილი კი უკურნებელი...“ - მტკვარში დაკარგულ 23 წლის გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ

გიორგი შამუგია

მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ. მისი ახლობელი მეგი კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„უკვე მეშვიდე დღეც მიილია, ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი. დრო გავიდა, მაგრამ შენზე ფიქრი არ წყდება. შენი სახე, ხმა, სიცილი… თითქოს, ახლაც აქ ხარ, სადღაც გვერდით, მაგრამ ამაოდ ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს.

ისე წახვედი, თითქოს ვერ დაგვემშვიდობე, ვერაფერი გვითხარი… წახვედი და თან წაიღე ჩემი სული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ნახევარი. მენატრები…. მენატრება შენი ღიმილი, შენი ბავშვური ხასიათი, შენი სიყვარული — უპირობო და მტკიცე. და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი… ველი, როგორც ადამიანი იმედს.

შენ ჩემთვის მხოლოდ ბიძაშვილი არ იყავი — შენ იყავი ჩემი ძმა, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ბავშვობის ნაწილი და მოგონებების ყველა ნათელი ფერი. ახლა კი ყველაფერი მუქია… ყინულია ჩემს გულში, ტკივილი კი უკურნებელი. გიორგი შამუგია, გელოდებით დის გულო,“ - წერს ბიჭის ნათესავი.

ცნობისთვის, თბილისში, 14 მაისის ღამეს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მანქანა გადავარდა. ავტომობილში სულ 4 ადამიანი იყო, აქედან მხოლოდ ერთი გადარჩა. ორის ცხედარი იპოვეს, ხოლო გიორგი შამუგია, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. 

ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა. უტა ელიავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.