ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
სიცხის ძლიერი ტალღის დროს, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით 12 ევროპულ ქალაქში დაახლოებით 2 300 ადამიანი დაიღუპა. ასეთ დასკვნამდე ლონდონის იმპერიულ კოლეჯსა და ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლის მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარეს.
კვლევა მოიცავდა 10-დღიან პერიოდს, რომელიც 2 ივლისს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ექსტრემალურ სიცხეს განიცდიდა - ესპანეთში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა, ხოლო საფრანგეთში ტყის ხანძრები დაიწყო.
კვლევის მიხედვით, ამ 2 300 გარდაცვლილიდან დაახლოებით 1 500 ადამიანის გარდაცვალება კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული - სწორედ ამის გამო იყო სიცხის ტალღა უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი.
„კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაზარდა და ეს სიცხე გაცილებით უფრო საშიში გახდა“, - თქვა იმპერიული კოლეჯის მკვლევარმა დოქტორმა ბენ კლარკმა.
კვლევამ მოიცვა 12 ქალაქს, მათ შორის ბარსელონას, მადრიდს, ლონდონსა და მილანს, სადაც მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებამ სიცხის ტალღის ტემპერატურა 4°C-მდე გაზარდა.