გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი გაიმართა. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.
"თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლის ჩვენებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ზარალმა, საერთო ჯამში, 147 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულებს აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. საქმე 225-ე მუხლით არის აღძრული.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, არცერთი მოწმე ფაქტის შემსწრე არ არის.
"მე-7 თვეა, მოდიან მოწმეები, რომლებიც ვერ საუბრობენ, რომ შეესწრნენ კონკრეტულ ფაქტს, რადგან არცერთი მათგანი შემსწრე არ არის. არცერთი მათგანი არ ადებს ხელს ანდრო ჭიჭინაძეს. ამბობენ, რომ არცერთი მათგანი არ უნახავთ და უბრალოდ ასახელებენ კონკრეტულ ციფრებს, რომელიც აისახა ბუღალტრულად. მანდაც არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს ბუღალტრულად უშუალოდ ამ ადამიანებს არ აუსახავთ, უბრალოდ სამსახურმა ასახა და ისინი როგორც წარმომადგენლები ისე არიან წარმოდგენილნი სასამართლო სხდომებზე", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.