უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა - იტალიის პრეზიდენტი

ზელენსკი მატარელა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. ამის შესახებ სერჯო მატარელამ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„როგორც ნატო-ს სამიტის დეკლარაციაშია აღნიშნული, უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია ევროპის უსაფრთხოებისგან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისაც სურს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში დომინირების კონცეფციის დაბრუნება, რაც თითქმის ერთი საუკუნით უკან დაგვაბრუნებდა“, – აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.

მატარელამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.

„რუსეთის მიერ მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სასტიკი იერიშების გაძლიერება ამყარებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინის მხარეს“, – აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.