„ძალიან მძიმე ღამე გვქონდა... ექიმები ყველაფერს აკეთებენ“ - როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

mamuka

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მუსიკოსის დამ, თაკო ჩარკვიანმა უთხრა. მისი თქმით, კრიტიკული იყო წუხანდელი ღამე, თუმცა, ყველაფერმა ჩაიარა.

„გუშინ, ძალიან მძიმე ღამე გვქონდა, სადღაც დილისკენ ცოტა შეიცვალა მდგომარეობა, შედარებითია ყველაფერი... ღამე გადავიტანეთ, როგორც იტყვიან. ცოტა გამოვიხედეთ, ოდნავ, მინიმალურად, ვეპოტინებით... ღმერთის წყალობით... ღამე უარესს ველოდით. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მართვით სუნთქვაზე არ გადავიდეს. მამუკას ისეთი ფიზიკური მდგომარეობა აქვს, რომ ამდენს ვეღარ გადაიტანს, გამორიცხულია...

ძალიან გაგვაწვალა ოსტეომელიტურმა ფეხმა, არც ერთი უჯრედი არ მოჰყვება, რომ აღდგეს... წარმოუდგენლად ვწვალობთ...

გუშინ დავდე ფეისბუკ პოსტი, რომ ძალიან მჯერა ძლიერი ენერგეტიკის, ასეც მოხდა. ისეთი სითბო, სიყვარული და სიკეთე წამოვიდა... ყველას დიდი მადლობა ამისთვის“, - გვითხრა ჩარკვიანმა.