1748980445
მაიკ ბენცი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: USAID-ის ფულის გარეშე, მარიონეტებმა ხალხის ნების გადახრა ვეღარ შეძლეს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ბენცმა დაწერა, რომ დამარცხდა ყველა ის ადამიანი ვინც პარტია „კანონისა და სამართლის“ წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.
„დაუჯერებელი ამბავია! იმ ბნელმა ძალებმა, ვინც ამზადებდა შეთქმულებას, რათა პარტიას „კანონი და სამართალი“ კვლავ არ გაემარჯვა, წააგეს. USAID-ის ფულის გარეშე, მათმა მარიონეტებმა ხალხის ნების გადახრა ვეღარ შეძლეს“, - წერს ბენცი.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა - ვარშავის ლიბერალმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი - 49,1%.