მაია სანდუ:- ევროკავშირში 2028 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება რთული, მაგრამ შესაძლებელია

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ევროკავშირში ქვეყნის 2028 წლისთვის გაწევრიანება რთული, მაგრამ შესაძლებელია.

მაია სანდუს თქმით, მოლდოვას შეუძლია 2028 წლისთვის დაასრულოს ყველა ფორმალური პროცედურა, რაც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ მან განცხადება ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

სანდუს ჰკითხეს, რას ნიშნავს სიმბოლო EU 2028, რომელსაც უკრაინის მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დროს იყენებს, რაზეც მოლდოვის პრეზიდენტმა შემდეგი პასუხი გასცა: „ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა დაასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს და დაიწყება რატიფიკაციის პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“.