შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
უახლოეს დღეებში იარაღის რეკორდულ რაოდენობას ვნახავთ, რათა უკრაინამ თავი დაიცვას, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა CBS-ის თოკ შოუში. ამერიკელი კანონმდებელი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.
„უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეკორდული რაოდენობის იარაღის მიწოდებაზე, რათა მან თავის დაცვა შეძლოს. კრემლის მეთაურმა შეცდომა დაუშვა, როცა პრეზიდენტ ტრამპთან თამაში განიზრახა. ახლა ტრამპმა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, მოქმედება დაიწყო. კონგრესი ახლოსაა შტატების ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციების მისაღებად. ჩვენ ვაიძულებთ პუტინს, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“, - განაცხადა გრემმა.