"24 წელი მამას სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი და სექსუალურად ძალადობდა..." - ელიზაბეტ ფრიცლის ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ფრიცლი

ელიზაბეტ ფრიცლის ისტორია ერთ-ერთია იმ გახმაურებული საქმეებიდან, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო შეძრა. 

ელიზაბეტ ფრიცლი მამას 24 წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სექსუალურად ძალადობდა. გოგონას მამისგან 7 შვილი ეყოლა.  

შვილის დატყვევებამდე რამდენიმე წლით ადრე, ჯოზეფმა ავსტრიაში, სახლის სარდაფი გადააკეტა. როდესაც ელიზაბეტი მოულოდნელად გაუჩინარდა, ჯოზეფმა განაცხადა, რომ გოგონა სახლიდან გაიქცა და ამაში მეუღლე, როზმარი დაადანაშაულა. 

24 წლის განმავლობაში ელიზაბეტს დღის სინათლე არ უნახავს. ამ შამაძრწუნებელ ისტორიაზე მოგვიანებით ფილმიც გადაიღეს, სახელწოდებით „ოთახი". 

ელიზაბეტ ფრიცლის ისტორია

ელიზაბეტი 1996 წლის 6 აპრილს დაიბადა. 11 წლის ასაკში მამამისმა, ჯოზეფმა გოგონას სექსუალურად შევიწროება დაიწყო. 

სარდაფის გაფართოების გეგმა ჯოზეფმა 1981 წელს შეადგინა. ადგილი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. გაიყვანა ელექტროენერგია, შეიძინა ღუმელი, მაცივარი, საწოლი. 

1984 წელს მან 18 წლის ელიზაბეტს სარდაფის კარის დაყენებაში დახმარება სთხოვა. პროცესის დროს მან შვილს ხელზე ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი ქსოვილი ააფარა, რათა გოგონას გული წასვლოდა. ასე ჩაკეტა სარდაფში, სადაც ელიზაბეტმა ცხოვრების 24 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის გოგონაზე სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა - გოგონას მამისგან 7 შვილი შეეძინა.  აქედან 3 მათგანი (ლიზა, მონიკა და ალექსანდერი) ჯოზეფმა მეუღლეს მიუყვანა და უთხრა, რომ არასრულწლოვნები ელიზაბეტმა მათი სახლის კართან დაუტოვა. მაიკლი დაბადებიდან 3 დღეში გარდაიცვალა. დანარჩენი 3 ბავშვი კი სარდაფში დედასთან ერთად ცხოვრობდა. 

ჯოზეფმა სარდაფი ხმა გაუმტარი საშუალებებით აღჭურვა, რათა ელიზაბეტის ხმა ვერავის გაეგო. 

„ჩემი შვილი სვამდა, ეწეოდა და ჩვენი ოჯახის წესებს არღვევდა. ამიტომ ჩავკეტე ის სარდაფში. კვირები გადიოდა და ჩემი სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ელიზაბეტის განთავისუფლება ძალიან გვიანი იყო - მას ვერ დავაბრუნებდი სახლში, რადგან მეშინოდა, რომ ამ დანაშაულის შესახებ ყველა გაიგებდა და დამაპატიმრებდნენ. ვიცოდი, რომ მას ტკივილს ვაყენებდი. მაგრამ ჩემი სურვილები მის მიმართ მძაფრი იყო. მინდოდა უცხო ხილი დამეგემოვნებინა. ",-  განაცხადა ჯოზეფმა. 

როგორ გაიქცა ელიზაბეტ ფრიცლი სარდაფიდან

ჯოზეფს სარდაფზე ტაიმერი ჰქონდა დაყენებული -  იმ შემთხვევაში თუ ის რაღაც დროის განმავლობაში სარდაფს არ მიაკითხავდა, მისი კარი თავისით გაიღებოდა და ელიზაბეტს გამოსვლის საშუალებად მიეცემოდა. ჯოზეფი ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მისი სიკვდილის შემდეგ მოხდებოდა, თუმცა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. 

ელიზაბეტის 19 წლის ქალიშვილი, კერსტინი ავად გახდა. 2008 წლის 19 აპრილს. ელიზაბეტმა ჯოზეფი დაარწმუნა, რომ ბავშვი საავადმყოფოში უნდა წაეყვანა. როდესაც ჯოზეფმა ბავშვი კლინიკაში მიუყვანა, ექიმებს განუცხადა, რომ ის ელიზაბეტის შვილი იყო, თუმცა დედამისი დიდი ხანია სახლიდან გაიქცა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ექიმებმა გადაწყვიტეს ინფორმაცია მედია საშუალებებისთვის მიეწოდებინათ. ისინი ელიზაბეტს მიმართავდნენ და სთხოვდნენ დაბრუნებულიყო და კერსტინის სამედიცინო ისტორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. 

ამ რეპორტაჟს ელიზაბეტმა უყურა - რადგან სარდაფში ტელევიზორიც იყო. მან ჯოზეფი დაარწმუნა, რომ ის და მისი ორი შვილი ფელიქსი და სტეფანი საავადმყოფოში გაეშვა. 

2008 წლის 26 აპრილს ელიზაბეტი საავადმყოფოში მივიდა და ჯოზეფის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. 

ელიზაბეტი მაშინ ალაპარაკდა, როდესაც პოლიციის ოფიცრებმა ის დაარწმუნეს, რომ მამას ვერასდროს ვეღარ ნახავდა. 

სად არის ელიზაბეტ ფრიცლი ახლა

გამოცემა „მირორის" ცნობით, 2024 წლის შემდეგ ელიზაბეტმა სახელი შეიცვალა. თუმცა, ფრიცლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი ამჟამინდელი სახელი უცნობია. 

ის ახლა ავსტრიის ერთ-ერთ სოფელში შვილებთან ერთად ცხოვრობს.