1745440671
რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან ძლიერი მიწისძვრის შემდეგ

მიწისძვრა სტამბულში - იყო ნგრევა, დაშავდა 151 ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგების სერიის ყველაზე მძლავრი ბიძგი 6.2 მაგნიტუდით განისაზღვრა. მთავარ მიწისძვრას მოჰყვა 127 მეორადი ბიძგი.
სეისმოაქტივობის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვა იყო, თურქეთის მეგაპოლისამდე 60 კმ-ის დაშორებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.
როგორც ქართველი ემიგრანტები წერენ, მოსახლეობაში პანიკაა და ძალიან შეშინებულები არიან.
„ცარიელი დასანგრევად შენობა ჩამოინგრა....გამზადებული იყო დასანგრევად დააგვიანდათ და მიწისძვრამ დაანგრია ცარიელი...სხვა ბინები არ დანგრეულა ....დაშავებულებიც აივნიდან გადმოხტნენ. დანარჩენს პანიკური შეტევა დაემართა“,- წერს ქართველი ემიგრანტი.