კოლუმბიაში პოლიციამ $300 მილიონის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო

კოლუმბია

მასშტაბური სპეცოპერაცია კოლუმბიაში - პოლიციამ ტუმაკოს რეგიონში 6 ტონა კოკაინის ქლოროჰიდრატი ამოიღო, რომლის ღირებულებაც 300 მილიონ დოლარს აღემატება.

ოპერაციაში კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალები იყო ჩართული. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ეკვადორის მოქალაქეები არიან.