რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1749820620
ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობა აცხადებს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების დაბომბვის შემდეგ მშვიდობიან მოქალაქეებს შეუძლიათ თავშესაფრების დატოვება, თუმცა შემდგომ შეტყობინებამდე მათთან ახლოს უნდა დარჩნენ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის“, - დასძინა მან.
ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს.
ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭრელად, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და თავშესაფრებში დარჩნენ.