“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ სირიაში ღამით ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
„ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის სამხედროებმა საზღვრიდან ექვს კილომეტრში, სოფელ ბეით ჯინში დააკავეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ბოლო კვირებში შეგროვებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, სამხედროებმა ჩაატარეს ღამით წერტილოვანი ოპერაცია სირიაში და დააკავეს „ჰამასის“ რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებისა და სირიაში ისრაელის თავდაცვის ძალების დანაყოფების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას ცდილობდნენ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.