30 წლის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა - ტრაგედია გორში
1749894312
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარნა განაცხადა, რომ ირანის ომი ისრაელის წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმებით დაიწყო.
„საშინელი ხოცვა-ჟლეტის მეორე დღეს, 2023 წლის 8 ოქტომბერს, დავწერე: გუშინ იყო ირანის ომის პირველი დღე ისრაელის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ირანზე თავდასხმა აუცილებელი იყო „ისრაელის განადგურების საფრთხის აღმოსაფხვრელად“.
„ასეთ დროს გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს არა მხოლოდ რა მოგება და ხარჯები ექნება სამხედრო მოქმედებას, არამედ რა დაჯდება უმოქმედობა. ამ შემთხვევაში: ისრაელის განადგურების საფრთხის ქვეშ დაყენება“, - დასძინა მან.