ისრაელი ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება - არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, "ძირითადი ხაზია, რომ ირანს არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა".

მისი თქმით, ირანს ხელი უნდა მოეწერა შეთანხმებისთვის, რომელიც სამართლიანია.

"20 წელია, შეიძლება მეტიც, ვამბობ, რომ არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. რამდენიმე კვირა აშორებდათ ატომური იარაღის ფლობისგან. შეთანხმებას უნდა დათანხმებოდნენ, ხელი უნდა მოეწერათ. ვფიქრობ, რომ ახლა უნდათ ამ გარიგების დადება, თუმცა ახლა ამის გაკეთება გაცილებით რთულია. ეს სამართლიანი შეთანხმება იყო, ვნახოთ რა მოხდება. ისრაელი ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. ძირითადი ხაზია, რომ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა", - განაცხად დონალდ ტრამპმა.