„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
ევროპარლამენტმა მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეისწავლის. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ წინადადება მემარჯვენე ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა, რომელიც ევროპარლამენტში უმსხვილეს ფრაქციას წარმოადგენს.
გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა ცენტრისტმა სოციალისტებმა, დემოკრატებმა და ლიბერალებმა მისცეს.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი რამ კეთდებოდა. და ზუსტად ეს გვქონდა მხედველობაში“, - ციტირებს Politico „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატს, ტომაშ ზდეხოვსკის.
გამოცემის ცნობით, სპეციალური ჯგუფი შეისწავლის ყველა კონტრაქტს, რომლებსაც ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან გააფორმებს.
როგორც Politico აღნიშნავს, მემარჯვენე მრწამსის პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლია საჭირო. მათ აინტერესებთ, თუ როგორ იხარჯება ევროკომისიის ფული. ეს უთანხმოების მიზეზი ხშირად გამხდარა.
მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის წევრებმა „ევროპის სახალხო პარტიიდან“ ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო კონტრაქტების მეშვეობით პარლამენტის ინტერესების ლობირების დაფინანსებაში დასდეს ბრალი.