1750351062
„გოგოს ყური ჰქონდა მოჭრილი...“ - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც გორში მეუღლემ დაჭრა

ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კვლავ კლინიკაში რჩება. ის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგოს გადაუდებელი ოპერაცია და კვლევები ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
რაც შეეხება ბიჭს, რომელმაც მეუღლე დაჭრა, ისიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ცოლის დაჭრის შემდეგ, მან თავადაც მიიყენა თვითდაზიანებები, ყელის და სხეულის სხვა არეებში. კლინიკაში ამბობენ, რომ ბიჭს ოპერაცია არ დასჭირდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გორში, კვერნაქის დასახლებაში მოხდა.